ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „დორტმუნდმა“ და „ლილმა“ ფრედ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

07:19, 05.03.2025

სამშაბათს გამართული ოთხი მერვედფინალიდან ერთადერთი დასრულდა საყაიმო ანგარიშით – „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა „ლილთან“.

მასპინძლები 22-ე წუთზე ქარიმ ადეიმის გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა 68-ე წუთზე გაათანაბრეს – თავი გამოიჩინა ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა.

განმეორებითი მატჩი საფრანგეთში 12 მარტს გაიმართება.

მსგავსი