ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცნობილია პლეი ოფის წინასწარი ბადე #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცნობილია პლეი ოფის წინასწარი ბადე #1TVSPORT

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი და ცნობილი გახდა გუნდები, რომლებიც 1/8-ფინალსა და პლეი ოფში ითამაშებენ.

მერვედფინალში პირდაპირ გავიდნენ – ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა;

მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებენ – ატალანტა, დორტმუნდი, რეალი, ბაიერნი, მილანი, ეინდჰოვენი, პსჟ, ბენფიკა, მონაკო, ბრესტი, ფეიენოორდი, იუვენტუსი, სელტიკი, მანჩესტერ სიტი, სპორტინგი, ბრიუგე;

გამოეთიშნენ ტურნირს – დინამო ზ, შტუტგარტი, შახტარი, ბოლონია, ცრვენა ზვეზდა, შტურმი, სპარტა, ლაიპციგი, ჟირონა, ზალცბურგი, სლოვანი, იანგ ბოიზი.

ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდის წინასწარი ბადე.

31 იანვარს გაიმართება მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა. 1/8, 1/4 და 1/2-ფინალების წილისყრის თარიღია 21 თებერვალი.