ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ პირველად წააგო „ბაიერნთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ. ბუნდესლიგის ლიდერმა საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „ლევერკუზენი“.
შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, რომელმაც მე-9 წუთზე მაიკლ ოლისეს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა, 72-ე წუთზე კი პენალტი გამოიყენა, რომელიც მისი წაქცევისთვის დაინიშნა.
კიდევ ერთი გოლი 54-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ გაიტანა, რომელმაც მეტოქის მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთიდან „ლევერკუზენი“ 10 ფეხბურთელით თამაშობდა ნორდი მუკიელეს გაძევების გამო.
ეს იყო ჩაბი ალონსოს პირველი მარცხი „ბაიერნთან“ „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მანამდე ესპანელ სპეციალისტს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა – 3 მოგება და 3 ფრე.
საპასუხო მატჩი 11 მარტს ლევერკუზენში გაიმართება.