ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბარსელონამ“ რაფინიას დუბლით „ბენფიკა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბარსელონამ“ რაფინიას დუბლით „ბენფიკა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ბენფიკა“ 3:1.

ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. რაფინიამ მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც ორ წუთში ნიკოლას ოტამენდის საპასუხო გოლი მოჰყვა. „ბარსელონა“ მეორედ წინ ლამინ იამალმა გაიყვანა, რომელმაც 27-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. მასპინძლებმა უპირატესობა რაფინიას დუბლით განამტკიცეს. ბრაზილიელი 11 გოლით სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას. გარდა ამისა, ერთ ტურნირზე 11 გოლით ის ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა.

„ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო და 24-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც „დორტმუნდსა“ და „ლილს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.