ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ ექვსი გოლი გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბარსელონაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის. უხვგოლიანი შეხვედრა 3:3 დასრულდა და ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ მილანში გაირკვევა.
ანგარიში მარკუს ტურამმა ქუსლით დარტყმის შემდეგ გახსნა 30-ე წამზე. საგოლე პასი მას დენზელ დუმფრიზმა გაუკეთა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ნახევარფინალურ ეტაპზე.
21-ე წუთზე დუმფრიზმა თავად გაიტანა მაკრატელათი კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ და „ინტერი“ 2:0 დაწინაურდა.
„ბარსელონამ“ ძალიან მალე გაიტანა პირველი საპასუხო გოლი. ლამინ იამალმა საჯარიმოში შეაღწია, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და შორეულ კუთხეში გაუტანა იან ზომერს. იამალი მე-100 ოფიციალურ მატჩს ატარებდა „ბარსელონაში“.
38-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ რაფინიამ თავით დაუგდო ფერან ტორესს და მან ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში გუნდებმა სამწუთიან ინტერვალში გოლები გაცვალეს. ისევ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ დუმფრიზმა თავით გაიტანა. ნიდერლანდელმა მცველმა შეხვედრა ორი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონამ“ გაათანაბრა 65-ე წუთზე. კუთხურიდან პასის შემდეგ რაფინიამ შორიდან დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ – ზომერს და შვეიცარიელ მეკარეს ავტოგოლი ჩაეთვალა.