ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბარსელონამ“ „ბენფიკას“ სტუმრად მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბარსელონამ“ „ბენფიკას“ სტუმრად მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ლა ლიგის ლიდერმა, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ურთულესი შეხვედრა მოიგო სტუმრად „ბენფიკას“ წინააღმდეგ. ლისაბონში გამართული მატჩი 1:0 დასრულდა.

„ბარსელონა“ 22-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა – წითელი ბარათი მიიღო პაუ კუბარსიმ.

ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა, რომელმაც „ბენფიკას“ მცველის შეცდომით ისარგებლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-13 შედეგიანი მოქმედება შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიდერობს.

განმეორებითი მატჩი ბარსელონაში 11 მარტს გაიმართება.