ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ბაიერნმა“ ისევ დაამარცხა „ლევერკუზენი“ და 35-ედ გავიდა მეოთხედფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში სტუმრად დაამარცხა „ლევერკუზენი“ 2:0.
პირველი შეხვედრა მიუნხენში „ბაიერნმა“ 3:0 მოიგო. საპასუხო მატჩში სტუმრებმა მეორე ტაიმში გაიტანეს ორივე გოლი. ჰარი კეინმა 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში და 71-ე წუთზე ალფონსო დევისს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ კეინი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 10 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მეორე ინგლისელია, რომელმაც „გოლი+პასის“ სისტემით ჩემპიონთა ლიგაზე 50 ქულა დააგროვა. მასზე წინ მხოლოდ დევიდ ბექჰემია 52 ქულით.
„ბაიერნმა“ ორი მატჩის ჯამში 5:0 მოიგო და მეოთხედფინალში „ინტერს“ შეხვდება.