ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ასტონ ვილამ“ თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალი [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი „ბრიუგემ“ და „ასტონ ვილამ“ გახსნეს.
მესამე წუთზე ინგლისურმა კლუბმა ამგარიში ლეონ ბეილის გოლით გახსნა, თუმცა ძალიან მალე ბელგიელებმა გაათანაბრეს – მე-12 წუთზე თავი მაქსიმ დე კუიპერმა გამოიჩინა.
მატჩის ბოლოს „ასტონ ვილამ“ გასვლით მატჩში გამარჯვება გაინაღდა ბრანდონ მეხელეს ავტოგოლით (83-ე წუთი) და მარკო ასენსიოს პენალტით (88-ე წუთი). საბოლოოდ, ბირმინგემელებმა 3:1 მოიგეს.
განმეორებითი მატჩი ბირმინგემში 12 მარტს გაიმართება.