ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „არსენალმა“ ნიდერლანდებში 7 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „არსენალმა“ ნიდერლანდებში 7 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში სტუმრად 7:1 გაანადგურა „ეინდჰოვენი“.

ინგლისური გუნდის რიგებში დუბლი გაიფორმა მარტის ედეგორმა – 47-ე და 73-ე წუთებზე. სტუმართაგან ასევე თითო-თითო გოლი გაიტანეს იურიენ ტიმბერმა (მე-18 წუთი), ითან ნვანერიმ (21), მიკელ მერინომ (31), ლეანდრო ტროსარმა (48) და რიკარდო კალაფიორიმ (85).

„ეინდჰოვენის“ მხრიდან ერთადერთი გოლი ნოა ლანგმა გაიტანა, რომელმაც 43-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.

„არსენალი“ გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის გასვლით მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

განმეორებითი მატჩი ლონდონში 12 მარტს გაიმართება.