„ჩელსის“ მფლობელი პრემიერლიგას „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ჩატარებას სთავაზობს - ჩრდილოეთი სამხრეთის წინაღმდეგ #1TVSPORT
„ჩელსის“ მფლობელი პრემიერლიგას „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ჩატარებას სთავაზობს - ჩრდილოეთი სამხრეთის წინაღმდეგ #1TVSPORT

„ჩელსის“ ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ პრემიერლიგის ხელმძღვანელობას „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ჩატარება შესთავაზა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ბოელის მიაჩნია, რომ ამით ინგლისის პრემიერლიგა დამატებით სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.

გარდმა ამისა, „ჩელსის“ მფლობელი გამოვიდა წინადადებით – ჩატარდეს „ოთხთა ტურნირი“ პრემიერლიგის ცხრილის ბოლო ოთხ გუნდს შორის, რათა გაირკვეს ჩემპიონშიფში გავარდნილი სამი გუნდის ვინაობა.

48 წლის ამერიკელმა ფუნქციონერმა ინტერვიუში განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგა გარკვეულ გამოცდილებას გაიზიარებს ამერიკული სპორტისგან. რატომ არ შეიძლება ჩავატაროთ „ოთხთა ტურნირი“ ყველაზე უარეს გუნდებს შორის ან რატომ არ შეიძლება ჩატარდეს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“.

შეიძლება „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ჩატარება პრემიერლიგაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეს კარგი იქნება ლიგის შემოსავლების გაზრდისთვის“.

სავარაუდოდ, „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ იდეა ითვალისწინებს ჩრდილოეთის გუნდში „ლივერპულისა“ და ორივე მანჩესტერული კლუბის ფეხბურთელების გაერთიანებას, სამხრეთის გუნდში კი ლონდონური კლუბის ფეხბურთელები ითამაშებენ.