ჩელსიმ მეკარე დასაჯა
ჩელსიმ მეკარე დასაჯა

ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა გუნდის ძირითად მეკარე კეპა არისაბალაგას ერთი კვირის ხელფასს დაუკავებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კარაბაოს თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ესპანელმა გოლკიპერმა მწვრთნელის, მაიურიციო სარის მიერ მეკარის გამოცვლის გადაწყვეტილება უგულებელყო და მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ამას გაუგებრობა უწოდეს, თუმცა არისაბალაგამ მაინც მოიხადა ბოდიში.

„მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობა მოხდა, მაინც მიმიმაჩნია, რომ შეცდომა დავუშვი. მსგავს სიტუაციაში ფეხბურთელი სხვანაირად უნდა მოიქცეს“, – განაცხადა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ კარაბაოს თასის ფინალი ჩელსისა და მანჩესტერ სიტის შორის უგოლოდ დასრულდა, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში კი მანჩესტერელებმა იმარჯვეს და თასს დაეუფლნენ.

ეს მანჩესტერ სიტის პირველი ტიტულია ამ სეზონში.