„ჩელსიმ“ ლიამ როსენიორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ლიამ როსენიორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაცია კლუბმა დაადასტურა.

„ჩელსიმ“ ბოლო ხუთი თამაში ისე წააგო, რომ გოლიც ვერ გაიტანა. ამით კლუბმა 1912 წლის ანტირეკორდი გაიმეორა.

ლიამ როსენიორმა ლონდონური გრანდი 2026 წლის იანვარში მას შემდეგ ჩაიბარა, რაც იტალიელმა ენცო მარესკამ მწვრთნელის პოსტი დატოვა.

საერთო ჯამში, 41 წლის ბრიტანელმა „ჩელსის“ 23 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 11 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 10 წააგო.