„ჩელსი“ ჰალანდის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„ჩელსი“ ჰალანდის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ მოლაპარაკებები დაიწყო „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე, – იტყობინება გამოცემა „დეილი მეილი“.

წყაროს ცნობით, 20 წლის ნორვეგიელი ფორვარდი „ჩელსის“, შესაძლოა, 170 მილიონი ფუნტი დაუჯდეს, ამიტომაც, ინგლისელები აპირებენ გარიგებაში ჩართონ ფორვარდი ტამი აბრაჰამი.

40 მილიონ ფუნტად შეფასებული აბრაჰამი წინასწარი მოლაპარაკებებისას ახსენეს.

მაისში „დორტმუნდის“ გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ დაარწმუნა ყველა, რომ ჰალანდი ამ ზაფხულს არ დატოვებს გერმანულ კლუბს.

ნორვეგიელი ფეხბურთელის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ სეზონში მან 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა.