„ჩელსი“ და „ბაიერნი“ დემბელეს „ბარსელონაზე“ უკეთეს პირობებს სთავაზობენ #1TVSPORT
„ჩელსი“ და „ბაიერნი“ დემბელეს „ბარსელონაზე“ უკეთეს პირობებს სთავაზობენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდის უსმან დებელეს მომავალი კარიერა კვლავაც გაურკვეველი რჩება. ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა კი ყველაფერს აკეთებს ხელშეკრულების გასაგრძელებლად. უკვე არა ერთხელ დაიწერა, რომ ფეხბურთელს სურს „ბარსელონაში“ დარჩენა, მაგრამ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს. ამიტომაც მხარეები ვერ თანხმდებიან.

ჟურნალ Onze-ს ინფორმაციით, „ჩელსი“ და „ბაიერნი“ აკვირდებიან სიტუაციას და ფრანგს კატალონელებზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ, თუმცა ისინიც შორს არიან იმისგან, რასაც დემბელე ითხოვს სხვა ჩემპიონატის გადასვლის სანაცვლოდ.

ადრე გახდა ცნობილი, რომ „ბარსელონამ“ ულტიმატუმი წაუყენა 25 წლის ფეხბურთელს და მისგან 30 ივნისამდე ელოდება პასუხს.

დატოვე კომენტარი