ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა შეცდომა იყო
ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა შეცდომა იყო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა აღიარა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დროზე ადრე მოხსნა. ანდრეი ბაბიშის განცხადებით, მან შეცდომა დაუშვა.

„მე გადავაჭარბე ზაფხულის მოახლოებასთან ერთად და საერთო განწყობას ავყევი. ეს იყო შეცდომა და არ მინდა, ეს განმეორდეს“, – განაცხადა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.

ჩეხეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჩეხეთი ამჟამად ევროპაში ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დაიკავა.