ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ გლობუსი შეიძინა, რათა ენახა, სად მდებარეობს გრენლანდია და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა

01:04, 20.01.2026
Andrej Babis arrives at the Prague Castle tone appointed as prime minister in Prague, Czech Republic, Wednesday, June 6, 2018. The Czech Republic's president Milos Zeman has again sworn in billionaire Andrej Babis as the prime minister in a move that could see the Communist Party taking a share of power for the first time since the 1989 anti-Communist Velvet Revolution. (AP Photo/Petr David Josek)

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გლობუსი შეიძინა, რათა ენახა, სად მდებარეობს გრენლანდია და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ანდრეი ბაბიშმა თავად განაცხადა.

ბაბიშმა აღნიშნა, რომ შეიძინა გლობუსი, რომლის ფასიც 15 ათასი კრონაა.

„ლამაზი და დიდი, რომ ზუსტად ვიცოდე, სად მდებარეობს გრენლანდია და რომ „ორეშნიკი“ რუსეთიდან თეთრ სახლამდე 26 წუთში ჩაფრინდებოდა. ხოლო მეთერთმეტე წუთზე სწორედ გრენლანდიის თავზე გადაიფრენდა“, – თქვა ბაბიშმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას მკაფიოდ არ შეუძლია, ჩეხეთის მხრიდან გრენლანდიის მხარდაჭერაზე განაცხადოს. ბაბიშმა აღნიშნა, რომ აშშ არის ლიდერი ნატო-ში, შესაბამისად, ვაშინგტონთან დაპირისპირება არ იქნება პროდუქტიული.

„ჩვენ, უდავოდ, უპირატესობას ვანიჭებთ შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში“, – განაცხადა ბაბიშმა.

მსგავსი