ჩავის პირველი მატჩი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 20 ნოემბერს შედგება #1TVSPORT
ჩავის პირველი მატჩი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 20 ნოემბერს შედგება #1TVSPORT

ჩავის დებიუტი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში შეიძლება „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მატჩში შედგეს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Diario Sport.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები კატალონელებსა და ყატარის „ალ-სადს“ შორის დასრულებული არ არის. ოფიციალურად „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნის შესახებ ხუთშაბათს ან პარასკევს შეიძლება გამოაცხადონ.

გამორიცხულია, რომ ჩავიმ უხალმძღვანელოს „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „სელტას“ წინააღმდეგ, რადგან 3 ნოემბერს „ალ-სადი“ „ალ-დუჰაილის“ წინააღმდეგ თამაშობს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩავის გუნდის ლიდერობა გათამაშების ცხრილში ექვს ქულამდე გაიზრდება. ყატარულ კლუბში სურთ, რომ ჩავიმ ამ მატჩში უხელმძღვანელოს გუნდს და ის სწორედ ასე მოიქცევა.

ასე რომ. ესპანელი ბარსელონაში 4 ნოემბერზე ადრე ვერ ჩავა, „სელტასთან“ მატჩი კი უკვე შაბათს იმართება.

ვარაუდობენ, რომ ჩავის პირველი მატჩი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ესპანიოლის“ წინააღმდეგ იქნება. შეხვედრა 20 ნოემბერს გაიმართება. 41 წლის სპეციალისტს ექნება საშუალება, სანაკრებო პაუზისას შეისწავლოს კლუბში არსებული სიტუაცია.

ჩავი 2019 წლიდან წვრთნის „ალ-სადს“. ამ დროის განმავლობაში კლუბმა შვიდი ტიტული მოიგო.