ჩავიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელთა იმედი აღარ აქვს #1TVSPORT
ჩავიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელთა იმედი აღარ აქვს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი აღარ აპირებს თავისი გუნდის ორ ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთებას – ნახევარმცველ ფილიპო კოუტინიოზე და ფორვარდ ლუკ დე იონგზე, რომელიც კატალონურ კლუბს „სევილიადან“ იჯარით ჰყავს აყვანილი. ორივე ფეხბურთელმა გუნდი, შესაძლოა, იანვარში დატოვოს. ეს ინფორმაცია თავის „ტვიტერში“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

29 წლის კოუტინიო „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2018 წლის იანვარში გახდა, როცა „ლივერპულიდან“ 135 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში ბრაზილიელმა 16 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

31 წლის დე იონგმა წელს 12 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ჭორების თანახმად, „ბარსელონა“ ვადაზე ადრე აპირებს ნიდერლანდელ ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას.