ჩარლზ ბარკლი თვითიზოლაციაშია
ჩარლზ ბარკლი თვითიზოლაციაშია

მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. ინფექციამ პანდემიის სახე მიიღო და ამის გამო უკვე გაუქმდა ძალიან ბევრი წამყვანი სპორტული ღონისძიებები. უამრავ ადამიანს თვითიზოლაციაში ან კარანტინის რეჟიმში ყოფნა უწევს. როგორც იცით, ვიურის დღეის მონაცემებით დაუდგინეს „იუტას“ ორ კალათბურთელს, რუდი გობერსა და დომოვან მიჩელს.

ვეტერანი კალათბურთელი და ამჟამად საკალათბურთო ექსპერტი ჩარლზ ბარკლი თვითიზოლაციაში იმყოფება. ბარკლის თქმით ის ნიუ იორკში იმყოფებოდა და თავს ცუდად გრძნობდა და ატლანტაში დაბრუნებისთანავე , მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში მოქცეულიყო.