ჩარლზ ბარკლის აზრით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი „მილუოკი“ გახდება

14:43, 07.05.2019

„მილუოკიმ“ „ბოსტონთან“ სერიის მესამე მატჩში ბევრისთვის მოულოდნელად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „სელტიკსი“ მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა.

შედეგად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშით 3:1 დაწინაურდა და დიდი ნაბიჯი გადადგა კონფერენციის ფინალისკენ.

„ტიენტის“ (TNT) ანალიტიკოსმა, წარსულში ცნობილმა კალათბურთელმა ჩარლზ ბარკლიმ განაცხადა, რომ ჩემპიონი სწორედ „მილუოკი ბაქსი“ გახდება.

მსგავსი