ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მოგება ხელიდან გაუშვა - ქოჩორაშვილის „ლევანტეც“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების შემდეგ ქართველი ლეგიონერები კლუბებში დაბრუნდნენ და მორიგი თამაშები ჩაატარეს,
ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „პლიმუტთან“ გასვლით მატჩში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
„უოტფორდმა“ თამაში კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა – ქართველის გუნდი მე-9 წუთზე ბაიოს დარტყმით დაწინაურდა, 24-ე წუთზე მასპინძლებმა გრეის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ შესვენებამდე პორთეუსმა (42) „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე (90+6) გრეიმ „უოტფორდს“ მეორედ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ფეროლს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
16 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 26 ქულით მე-5 ადგილზეა, „ლევანტე“ კი ლა ლიგა 2-ში მეშვიდე პოზიციას იკავებს.