ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ „გენტი“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს #1TVSPORT
ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ „გენტი“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს #1TVSPORT

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევზე ეს ცნობები ჯერ არაოფიციალური წყაროებით ვრცელდება, ოფიციალურად კი კომენტარს „გენტი“ არ აკეთებს.

ჩაკვეტაძე „გენტს“ 8 ოქტომბრის შემდეგ დაუბრუნდა და „ეუპენთან“ ბელგიის თასის მატჩისთვის ემზადებოდა, რომელიც 2 მარტს უნდა გამართულიყო. 21 წლის ქართველი შემტევი გუნდს დიდი ხნის არყოფნის შემდეგ დაუბრუნდა.

ჩაკვეტაძე ამ დღეს დიდი იმედით ელოდა – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ხომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა. გიორგი „გენტის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც ჩაკვეტაძე სრულფასოვნად სეზონის ჩატარებას ვერ ახერხებს. 2019 წლის მარტში ტრავმა მიიღო და დროულად ვერ უმკურნალეს.

დატოვე კომენტარი