ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა, მაგრამ დიდხანს არ დაისვენებს #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა, მაგრამ დიდხანს არ დაისვენებს #1TVSPORT

გამოცემა voetbalnieuws-მა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი მოედანს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

„ამ კვირას „გენტი“ კვლავ დარტყმის ქვეშ მოხვდა. გუნდი ბელგიის თასის მეოთხედფინალში „ეუპენთან“ მოულოდნელად დამარცხდა. „ბუფალომ“ ხელიდან გაუშვა უკანასკნელი შანსი, რომ იმედგაცრუების შემდეგ სეზონი ლამაზ ფერში დაესრულებინა. „გენტისთვის“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ის, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ხუთთვიანი არყოფნის შემდეგ შესარჩევი მატჩით დაბრუნდა. მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან „გენტის“ მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებროკმა პრესკონფერენციაზე ნიჭიერი ქართველის შესახებ ცუდი ამბავი გაამხილა. ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია“, – წერს გამოცემა.

voetbalnieuws-ი ქართველი ფეხბურთელის პრობლემებზე წერს.

„ამჯერად, ჩაკვეტაძეს ბარძაყის კუნთის პრობლემა შეექმნა. ის დიდხანს არ დაისვენებს, მაგრამ ეს ქართველის კარიერაში მორიგი დაბრკოლებაა. მან ორი სეზონის წინ „გენტში“ შესანიშნავი თამაში აჩვენა და ისე ჩანდა, გუნდმა მისი სახით მორიგი „ოქროს“ მოთამაშე შეიძინა. მაგრამ მას შემდეგ 21 წლის ფეხბურთელს ტრავმების გამო მოედანზე დაბრუნება გაუხანგრძლივდა. გასულ სეზონში მან ყველა შეჯიბრში მხოლოდ თორმეტჯერ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი – სამჯერ“.