ჩაკვეტაძემ და „გენტმა“ ბელგიის თასზე მოიგეს – ქართველი ტრავმის გამო შეცვალეს

08:46, 19.12.2018

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ფორმით მორიგი შეხვედრა ბელგიის თასზე ჩაატარა. საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი მეოთხედფინალში „სენტ-ტრუიდენის“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის საფეხბურთო ლიგაში „გენტი“ მერვე ადგილზეა, ხოლო „სენტ-ტრუიდენი“ – მეხუთეზე. „გენტმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 3:1 მოიგო.

ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე მოედანი დატოვა. მიზეზი ფეხის მიკრო-ტრავმა აღმოჩნდა. გიორგიმ 61-ე წუთზე საგოლე შეტევა განავითარა და მისი გადაცემის შემდეგ ფრანგმა მამადუ დიარა დომპემ „სენტ-ტრუიდენის“ კარი მესამედ აიღო.

მსგავსი