„ბუქარესტი ცხრიანის“ სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერაა გამოთქმული
„ბუქარესტი ცხრიანის“ სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერაა გამოთქმული

„ბუქარესტი ცხრიანის“ სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა არის გამოთქმული.

სამიტზე, რომელშიც პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და ბალტიის სამივე ქვეყნის პირველი პირები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მონაწილეობდნენ, მზაობა გამოთქვეს ცენტრალური ევროპის, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„გავაგრძელებთ მუშაობას თანამოაზრე პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში, დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში. მასში ასევე ვკითხულობთ: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისას, ეს ქვეყნები კვლავინდებურად ისარგებლებენ ჩვენი მხარდაჭერით, ნებისმიერი გარე ჩარევის წინააღმდეგ მათი მდგრადობის განმტკიცებისას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.