ბუდუ ზივზივაძე - „უიპეშტში“ ნდობას ვგრძნობ, ესაა წარმატების გასაღები #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - „უიპეშტში“ ნდობას ვგრძნობ, ესაა წარმატების გასაღები #1TVSPORT

უიპეშტში“ გადასულმა ბუდუ ზივზივაძემ ახალ გუნდში 2 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – უფრო მეტი, ვიდრე „ფეჰერვარში“ (რომელმაც „უიპეშტში“ იჯარით გაუშვა) ჩატარებულ 12 მატჩში (2 გოლი).

ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავი თამაშით „უიპეშტმა“ უნგრეთის ლიგის 22-ე ტურში „მეზოკოვეშდი“ 3:1 დაამარცხა – ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიშზე ორი გოლი ჩაიწერა.

უნგრულმა გამოცემა „ბლიკმა“ ახალ კლუბში 27 წლის ქართველი თავდამსხმელის წარმატებულ დებიუტზე გამოაქვეყნა წერილი („დიდი ნადირობა – „უიპეშტს“ გამარჯვება კვლავ ზივზივაძემ მოუტანა“), სადაც ნათქვამიასპო, რომ ზივზივაძემუიპეშტს“ მოგება ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოუტანა.

უიპეშტს“ გამარჯვება კიდევ ერთხელ მოუტანა ბუდუ ზივზივაძემ – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი ერთი კვირის წინ „ფეჰერვართან“ გასვლით შეხვედრაში (1:2) გაიტანა. უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ზივზივაძემ კიდევ ერთ ყოფილ კლუბთამ, „მეზოკევეშდთან“ გაიტანა, საიდანაც 2019 წელს მისი უნგრული კარიერა დაიწყო. ზივზივაძემ ორჯერ დააწინაურა „უიპეშტი“ – ის სტუმართა პირველი ორი გოლის ავტორი გახდა. შედეგად „უიპეშტი“ ამ გამარჯვების წყალობით დაქვეითების ზონას დაშორდა და ამჟამად მე-10 ადგილზეა, ხოლო თავდამსხმელმა თავი დიდი თავდადებით გამოიჩინა და იისფერ-თეთრ მაისურში სამი გოლი გაიტანა“, – წერს უნგრული გამოცემა.

კომენტარი გააკეთა ქართველმა თავდამსხმელმაც, რომელმაც „მეზოკოვეშდის“ კარში გატანილი პირველი გოლის დროს ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად ზედმეტი ემოცია არ გამოხატა, მაგრამ მეორეზე თავი ვეღარ შეიკავა. ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

„პირველ რიგში, ვულოცავ გუნდს, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, დავიმსახურეთ გამარჯვება. რაც შემეხება მე – ვინც გადაწყვიტა ჩემი „უიპეშტში“ დამატება, მათგან ნდობა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ეს არის გასაღები იმისა, რომ ფეხბურთი წარმატებით ითამაშო. პირველ გოლზე თავი შევიკავე, რადგან ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდი, მაგრამ მეორე გოლზე უკვე გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ზივზივაძემ მატჩის შემდეგ.