ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გოლით დავეხმარე​ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გოლით დავეხმარე​ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გატანილ პირველ გოლზე, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში „კიშვარდას“ გაუტანა.

ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა „კიშვარდასთან“ ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა და გოლით გამოწვეული ემოციები არც მოედანზე დამალა და არც – კომენტარში.

„დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლიგის პირველ ორ მატჩში 4 ქულა დავკარგეთ. ჩვენ ვაჩვენეთ გულშემატკივრებს, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ბოლო წუთამდე შეგვიძლია. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გოლით დავეხმარე. სამწუხაროდ, „კიშვარდასთან“ მატჩის პირველ 30 წუთში თამაში კარგად არ წამივიდა და ამიტომ გოლის შემდეგ დიდი ემოციები მქონდა. დავამტკიცე, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ და გუნდს დავეხმარები“, – განუცხადა ბუდუ ზივზივაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

ფეჰერვარმა“ უნგრეთის ჩემპიონატში პირველად მე-4 ტურში მოიგო, თანაც 9 კაცით დარჩენილმა. ზივზივაძემ კი 6 მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი