ზივზივაძემ უგოლო სერია შეწყვიტა - ცხრაკაციანმა „ფეჰერვარმა“ „კიშვარდა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაზე „ფეჰერვარს“ უნგრეთის ჩემპიონატში, „კიშვარდას“ ძლევაში დაეხმარა და ხანგრძლივი უგოლო სერია მე-4 ტურის შეხვედრაში შეწყვიტა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „კიშვარადას“ უმასპინძლა და მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა. 53-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან იანეკ ტავარეს სტოპირა გააძევა, ხოლო 90+6-ე წუთზე – ატილა ფილა.
ამის მიუხედავად, „ფეჰერვარმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე ანგარიში გახსნა – თანაგუნდელს „კედელი“ გაუთამაშა და კარის წინ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. 75-ე წუთზე კაცნაკლულმა მასპინძლებმა „კიშვარდას“ კარი მეორედ აიღეს. თავი პალკო დარდაიმ გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე იასმინ მესანოვიჩმა დააფიქსირა – 2:1 „ფეჰერვარის“ სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ აქამდე 6 მატჩი საქართველოს ნაკრებში, კლუბში უნგრეთის ჩემპიონატსა და ევროსარბიელზე ისე ჩაატარა, გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მან ბოლოს თავი „დიოშგიორთან“ შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც 9 მაისს გაიმართა.
„ფეჰერვარმა“ 2021-2022 წლების სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და 4 ტურის შემდგე 5 ქულით მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.