ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება ინგლისური ლიგის პრესსამსახური.

მიმდინარე სეზონში 31 წლის პორტუგალიელმა პრემიერლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

20 საგოლე პასი ინგლისის ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა, რომელსაც ტიერი ანრი (2002-03 წლების სეზონი) და კევინ დე ბრუინი (2019-20) ფლობდნენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში ფერნანდეშმა აჯობა „არსენალის“ ტრიოს – გაბრიელ მაგალიაეშს, დავიდ რაიასა და დეკლან რაისს, „მანჩესტერ სიტის“ დუეტს – ერლინგ ჰალანდსა და ანტუან სემენიოს, აგრეთვე იგორ ტიაგოსა (ბრენტფორდი) და მორგან გიბს-უაიტს (ნოტინგემი).