„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა გადაწყვიტა.
გასული წლის ზაფხულში ფერნანდეშს უწინასწარმეტყველებდნენ საუდის არაბეთში გადასვლას და მსგავსი ჭორები მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაშიც ვრცელდებოდა.
თუმცა, გაზეთ The Sun-ის მონაცემებით, თუ „იუნაიტედი“ გავა ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუგალიელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება.
ამ მომენტისთვის მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და თითქმის გარანტირებული აქვს ადგილი ტოპოთხეულში.