ბრუნო ფერნანდეში, ჟურნალისტების ვერსიით, ინგლისის წლის ფეხბურთელია #1TVSPORT
ბრუნო ფერნანდეში, ჟურნალისტების ვერსიით, ინგლისის წლის ფეხბურთელია #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში ინგლისში წლის ფეხბურთელად აღიარეს საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის (TFWA) ვერსიით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დასწერა ორგანიზაციის პრესსამსახურმა.

ფერნანდეშმა გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის 900-მა წევრმა. პორტუგალიელ ნახევარმცველს ჯილდოს გადასცემენ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც 19 მაისს ლონდონში გაიმართება.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა დეკლან რაისმა (არსენალი), მესამე – ერლინგ ჰალანდმა (მანჩესტერ სიტი).

ამ სეზონში ბრუნო ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.