„ბრუკლინმა“ „სან ანტონიო“ ოვერტაიმში დაამარცხა – ჰარდენმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. „სან ანტონიომ” საკუთარ At&T ცენტრში „ბრუკლინს“ უმასპინძლა და ოვერტაიმში დამარცხდა (113-124).
მატჩის მეოთხე მეოთხედის ბოლოს მაყურებელმა დაძაბული ფინალი იხილა. „ნეთსი“ 2 ქულას იგებდა და შეტევაც ბრუკლინელების იყო, თუმცა კაირი ირვინგმა ტყორცნა ვერ გამოიყენა. დარჩენილ წამებში „სპურსის“ შეტევა ქაოტური იყო, დეჟონტე მარეიმ ბურთი დაკარგა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის სროლის განხორციელებას ვერ მოასწრებდა, თუმცა მარეიმ ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებითი 5-წუთიანი მონაკვეთი სტივ ნეშის გუნდმა მეტოქეზე გაცილებით უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
ბრუკლინელთა რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა (30 ქულა, 14 მოხსნა, 15 პასი). კაირი ირვინგის ანგარიშზე 27 ქულაა. 23 ქულით დაასრულა მატჩი ბრიუს ბრაუნმა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდში ყველაზე მეტი 22 ქულა და 11 პასი დემარ დეროუზანმა დააგროვა. 19-19 ქულა ჰქონდათ დეჟონტე მარეისა და ლონი ვოკერს.
„ბრუკლინი” 23 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ამდენივე მოგება და 1 მარცხით ნაკლები აქვს „ფილადელფიას“. რაც შეეხება „სან ანტონიოს“, „სპურსი“ 17 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
სან ანტონიო – ბრუკლინი 113:124
https://www.youtube.com/watch?v=MsiY43h1Z_0
ორლანდო – დალასი 124:130
https://www.youtube.com/watch?v=byL0YSjpcaM
ფილადელფია – ინდიანა 130:114
https://www.youtube.com/watch?v=8QjU75SnU0M
ჩიკაგო – დენვერი 112:118
https://www.youtube.com/watch?v=17FbywBQeeU
ნიუ ორლეანი – იუტა 129:124
https://www.youtube.com/watch?v=PjRcFku0feE
ჰიუსტონი – კლივლენდი 90:101
https://www.youtube.com/watch?v=raDhJ7_PZq0