ბრედლი ბარკოლამ ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალს გამოტოვებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ბრედლი ბარკოლა ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში მიიღო. ბარკოლა 59-ე წუთზე შეცვალეს.
პარიზულმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ბარკოლას მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესის სერიოზული დაჭიმულობა აქვს, რის გამოც ის „მიუწვდომელი იქნება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“.
გაზეთი L’Equipe-ი წერს, რომ ბარკოლა დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, გარემარბი ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალს გამოტოვებს.