ბრაზილია, ეკვადორი და ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ – ცნობილია 13 ფინალისტი #1TVSPORT

07:43, 11.06.2025

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი სათამაშო დღის შემდეგ კიდევ სამი ფინალისტი გახდა ცნობილი. სამხრეთ ამერიკის ზონიდან საგზურები გაინაღდეს ბრაზილიამ და ეკვადორმა, აზიის ზონიდან კი – ავსტრალიამ.

ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 13 ფინალისტი:

მასპინძლები – კანადა, აშშ, მექსიკა;

აზია – ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი;

სამხრეთ ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია, ეკვადორი;

ოკეანეთი – ახალი ზელანდია.

მსგავსი