ბრაიანტს პაოლო კოელიოსთან თანამშრომლობა სურს 
ბრაიანტს პაოლო კოელიოსთან თანამშრომლობა სურს 

პოპულარულმა ბრაზილიელმა მწერალმა – პაოლო კოელიომ,  NBA-ის ხუთგზის ჩემპიონთან – კობი ბრაიანტთან საუბრის შესახებ მოყვა. 40 წლის კალათბურთელს, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, მწერალთან ერთობლივი პროექტის ორგანიზება სურს.
„კობი ბრაიანტმა დამირეკა დაახლოებით სამი თვის წინ. მას უნდოდა ერთად რაღაც გაგვეკეთებინა, შესაძლოა, ერთობლივი წიგნი დაგვეწერა“ – მოჰყავს სააგენტო ULS-ს კოელიოს სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ წელს ბრაიანტმა ოსკარი მიიღო. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ამერიკის კინოაკადეემის ჯილდო, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის („ძვირფასო კალათბურთო“) ნომინაციაში დაისაკუთრა.