„ბოსტონის“ პრეზიდენტმა გულის შეტევა გადაიტანა
„ბოსტონის“ პრეზიდენტმა გულის შეტევა გადაიტანა

„ბოსტონ სელტიკსის“ პრეზიდენტმა დენი ეინჯიმ გულის შეტევა გადაიტანა. შემთხვევა მილუოკიში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩის დროს მოხდა.

ექიმების ინფორმაციით, ეინჯის მსუბუქი ფორმის გულის შეტევა ჰქონდა. მას მომენტალური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და სულ მალე მოსალოდნელია, რომ ბოსტონის პრეზიდენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება.

„ათლეტიკსის“ (The Athletics) ჟურნალისტ შემს ჩარანიას ინფორმაციით, დენი ეინჯი ბოსტონში სულ მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა 2009 წლის აპრილში უკვე გადაიტანა გულის შეტევა.


რაც შეეხება „ბოსტონისა“ და „მილუოკის“ დაპირისპირებას, ამ სერიაში ანგარიში 1:1 არის და მომდევნო, რიგით მესამე მატჩი, ბოსტონის „ტი დი გარდენში“, 4 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.