ბორის ჯონსონი უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს
ბორის ჯონსონი უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ონლაინრეჟიმში უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს.

როგორც მოსალოდნელია, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დედაქალაქში აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა.