ბორის დიაომ კარიერა დაასრულა
ბორის დიაომ კარიერა დაასრულა

ფრანგმა კალათბურთელმა, ბორის დიაომ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – იტყობინება Eurohoops-ი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, დიაო არ შეიყვანეს საფრანგეთის ნაკრებში, რომელსაც სექტემბერში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელოდება.

„და აი, დასრულდა. კარგი კარიერა გამოვიდა“, – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კალათბურთელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ დიაო მოედანზე 2018 წლის 2 ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა, როცა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა შესარჩევ ტურნირში.

გასული სეზონი ბორის დიაომ ფრანგული კლუბის, „ლევალუას“ შემადგენლობაში გაატარა. ის 2009-17 წლებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობდა. დიაო სამ კლუბში გამოდიოდა – „შარლოტში“, „სან ანტონიოსა“ და „იუტაში“. „სპურსთან“ ერთად დიაო NBA-ს ჩემპიონი გახდა.