ბოლივიელი მსაჯი მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა
ბოლივიელი მსაჯი მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა

ბოლივიაში, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას, მთავარი მსაჯი გარდაიცვალა. 31 წლის ვიკტორ უგო ურტადომ ადგილობრივი ლიგის მატჩის 47-ე წუთზე გონება დაკარგა და დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.

როგორც ერთ-ერთი გუნდის ექიმმა განაცხადა, გონების დაკარგვის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

უკვე საავადმყოფოში მიყვანილმა ურტადომ მეორე გულის შეტევაც გადაიტანა და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩი მიმდინარეობდა ქალაქ ელ-ალტოში, რომელიც ზღვის დონიდან 3900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ურტადოს სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.