ბოგოტას პირველი ქალი მერი ჰყავს
ბოგოტას პირველი ქალი მერი ჰყავს

ბოგოტას პირველი ქალი მერი ჰყავს. არჩევნები კლაუდია ლოპესმა მოიგო. დათვლილია ბიულეტენების 97 პროცენტი და ამ მონაცემებით, ლოპესმა ამომრჩეველთა ხმების 35,5 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კარლოს გალანმა კი 32,5 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში, ბოგოტას მერობა პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა.

ლოპესი მოსახლეობას ჰპირდება, რომ იბრძოლებს კრიმინალის წინააღმდეგ, გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები და ყველაზე დიდ რესურსს განათლების სისტემაში ჩადებს.

ლოპესი საქმიანობას ოფიციალურად 2020 წლის 1-ელ იანვარს დაიწყებს.