ბლეიკ გრიფინს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა
როდესაც დეტროიტმა პლეიოფის საგზური მოიპოვა, გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი პისტონსს ულიდერებდა და კარგ თამაშს აჩვენებდა, თუმცა ბლეიკს ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
დეტროიტელთა ვარსკვლავს ტრავმები 2009 წლის მერე აწუხებს. მას შემდეგ, რაც ის დრაფტზე აირჩიეს. მან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო გამოტოვა.
2018-2019 წლების სეზონზე კი გრიფინს კვლავ არ გაუმართა. ის საკუთარ გუნდს პლეიოფში გასასვლელად დაეხმარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე კვლავ დაშავდა და მილუოკისთან სერიის პირველ ორი შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. პისტონსმა საბოლოოდ ბაქსთან სერია „მშრალი“ ანგარშით – 4:0 წააგო.
როგორც ირკვევა, 30 წლის კალათბურთელს მილუოკისთან მარცხის შემდეგ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი.
Pistons announce that Blake Griffin underwent arthroscopic surgery today on his left knee … pic.twitter.com/RXXS28BaCp
— Marc Stein (@TheSteinLine) 25 April 2019