ბლეიკ გრიფინის წერილი დეტროიტის ფანებს
ბლეიკ გრიფინის წერილი დეტროიტის ფანებს

დეტროიტ პისტონსმა წელს პლეიოფში გასვლა მოახერხა, თუმცა მილუოკისთან პირველ ეტაპზე უშანსოდ (4-0) დამარცხდა და ასპარეზონას გამოეთიშა.

ოთხივე მატჩი ბაქსმა დამაჯერებლად მოიგო. დეტროიტის ერთერთმა ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა სერიის პირველი ორი შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრებში გრიფინმა მონაწილეობა მიიღო, ამან დეტროიტს მაინც ვერ უშველა. თუმცსა, შეიძლება ითქვას, რომ ბლეიკ გრიფინისთვის დეტროიტში გამართული პირველი სეზონი საკმაოდ ნორმალურად წარიმართა. ის საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა და საკუთარ გუნდს პლეიოფში გასვლაში დაეხმარა.

მილუოკისთან მარცხის შემდეგ, გრიფინმა დეტროიტის გულშემატკივრებს მიმართა:

„ეს არ არის ის დასასრული, რომელიც ჩვენ გვსურდა, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრობისთვის. ეს წელი ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. გავაგრძელებთ საძირკვლის ჩაყრას, რათა დავაბრუოთ ეს სახლი იქ, სადაც მისი ადგილია“.