ბლეიკ გრიფინი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს
ბლეიკ გრიფინი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„დეტროიტ პისტონზის” ლიდერი ბლეიკ გრიფინი ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიმომხილველმა შემს ჩარანიამ დაწერა.

30 წლის ფორვარდმა შვიდ იანვარს წარმატებით გადაიტანა ოპერაცია მარცხენა მუხლზე. ამგვარი ქირურგიული ჩარევა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მისთვის მეორე იყო. ახლა, კალათბურთელს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელოდება.

2019-20 წლების სეზონში გრიფინმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15.5 ქულა დააგროვა და ამას 4.7 მოხსნა დაუმატა. ეს ფორვარდის კარიერაში ყველაზე ცუდი სტატისტიკაა.

„დეტროიტის“ ლაზარეთში ამ მომენტისთვის ხუთი კალათბურთელი იმყოფება.