ბითაძის „ორლანდო“ „ტორონტოსთან“ დამარცხდა, მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ბრუკლინს“ მოუგო #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორსს“ ზედიზედ მეორედ შეხვდა და 113:114 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 16:17 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ შინ „ბრუკლინთან“ 127:113 გაიმარჯვა. ქართველმა ლიმიტირებული დრო, 1:34 წუთი მიიღო, ხოლო ანგარიშზე 1 მოხსნა ჩაიწერა. „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.