ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და ორმაგი დუბლი „ცედევიტასთან“
PODGORICA, MONTENEGRO – JANUARY 18: Goga Bitadze, #11 of Buducnost Voli Podgorica during the 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Regular Season Round 19 game between Buducnost Voli Podgorica and Real Madrid at Moraca on January 18, 2019 in Podgorica, Montenegro. (Photo by Savo Prelevic/EB via Getty Images)
ადრიატიკის ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ბუდოჩნოსტმა“.
„ცედევიტასთან“ შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ „ბუდოჩნოსტის“ გამარჯვებით 80-78 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის გადამწყვეტ მომენტებში მიიღო მონაწილეობა. ბითაძის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, ორი პასი და ორი დაფარებაა.
„ბუდოჩნოსტისთვის“ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. 11 მოგებითა და ხუთი წაგებით ის „ცედევიტას“ გაუთანაბრდა და ხორვატულ გუნდთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.