ბითაძის „ინდიანა“ კიდევ ერთი ლიდერის გარეშე – ლევერტი გუნდს პლეი-ინში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
The Athletics-ის ჟურნალისტის ცნობით, კარის ლევერტი „შარლოტთან“ პლეი-ინის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლის გამო გამოტოვებს.
გამოცემა იტყობინება, რომ თუ „ინდიანა“ „ჰორნეტსთან“ დაპირისპირებაში მოიგებს, ლევერტი თავის გუნდს სხვა რამდენიმე შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
https://twitter.com/ShamsCharania/status/1394688053915144196
მას შემდეგ, რაც კარის ლევერტი შუა სეზონში გაცვლის შემდეგ „პეისერსს“ დაემატა, მან 35 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 თვე მოუწია გამოტოვება. დაბრუნების შემდეგ ლევერტი „ინდიანას“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა, განსაკუთრებით კი ისეთ პერიოდში, როცა ნეიტ ბიორკგრენის გუნდში ტრავმირებულთა სია გაიზარდა.
ლევერტი მატჩში საშუალოდ 20.7 ქულას, 4.9 პასსა და 4.6 მოხსნას აგროვებს. შეგახსენებთ, რომ „ინდიანა პეისერსი“ 19 მაისს პლეი-ინის შეხვედრაში „შარლოტს“ უმასპინძლებს.