ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი ევროლიგაზე [ვიდეო]

ქართული კალათბურთის (და არამარტო) ამომავალი ვარსკვლავი, გოგა ბითაძე, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, შესანიშნავი დებიუტით გამოირჩა. რამდენიმე დღის წინ, მონტენეგროს „ბუდუჩნოსტში“ გადასვლის შემდეგ, გოგამ „ევროლიგაზე“ პირვალი თამაში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საქართველოს ნაკრების ცენტრს, მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, 23 წუთზე მეტი დაუთმო. ბითაძემ, ამ ხნის განმავლობაში: 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა. სარგებლიანობის ინდექსით, (22) ორივე გუნდის შემადგენლობაში, მხოლოდ გამოცდილ ნორის კოულს ჩამორჩა, რომელსაც 27 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ 4 დაფარებით, გოგას მთლიანად ტურის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. თამაში, პოდგორიცეს გუნდმა 88-93 წააგო.

ბუდუჩნოსტმა“ რეგულარული სეზონის პირველი წრე, ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. მომდევნო შეხვედრას, მონტენეგროს კლუბი, 2019 წლის 3 იანვარს, მილანში, ადგილობრივი „ოლიმპიას“ წინააღმდეგ გამართავს.