ბითაძის 4 ქულა რეგულარულის ბოლო შეხვედრაში - „ინდიანა“ პლეი-ინში „შარლოტს“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 4 ქულა რეგულარულის ბოლო შეხვედრაში - „ინდიანა“ პლეი-ინში „შარლოტს“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ რეგულარული სეზონი „ტორონტო რეპტორსთან“ გამარჯვებით დაასრულა 125:113.

ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში ძალიან ცოტა ითამაშა – 11 წუთი და 6 წამი. ამ დროში მან 4 ქულის და 4 მოხსნის დაგროვება მოასწრო და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ არაზუსტად.

პეისერსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, სადაც მეტოქეს 12 ქულით აჯობა და საბოლოო ჯამში, შეხვედრაც ამ სხვაობით მოიგო. საუკეთესო ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 31 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. ორმაგი დუბლები „ინდიანას“ მხრიდან ასევე ჰქონდათ დომანტას საბონისსა (26 ქულა და 16 მოხსნა) და ტი ჯეი მაკკონელს (12 ქულა და 17 მოხსნა). „ტორონტოდან“ ყველაზე შედეგიანი ფლინი იყო 27 ქულით.

ტორონტო – ინდიანა 113:125

ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა რეგულარული სეზონი დაასრულა და პლეი-ოფში გასასვლელად პლეი-ინ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც „შარლოტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 მაისს გაიმართება.