ბითაძის 26 ქულა 10 მოხსნა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ადრიატიკაში [ვიდეო]

გოგა ბითაძე და მისი გუნდი ადრიატიკის ლიგაში შეუჩერებლები არიან. ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ჩემპიონატში 19 წლის ქართველს შემჩერებელი არ ჰყავს. ის მიმდინარე სეზონის თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესოა. ასე იყო მორიგ ტურშიც, რომელშიც ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მონტენეგროში „მორნარი“ 84:80 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი ორმაგი დუბლით MVP-ის ტიტულს დაეპატრონა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 30:19 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ შვდიდან ხუთი ორქულიანი, ოთიდან სამი სამქულიანი და შვიდივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ოთხი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ხუთდან ხუთი მოგებით „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგას ანალოგიური შედეგის მქონე „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად ლიდერობს. მორიგ ტურში, 3 ნოემბერს ბითაძის გუნდი ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდება.

 

საქართველოს კალათბურთის ფერაცია – GBF.GE