ბითაძის 12 ქულა სადებიუტო მატჩში [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. „ბუდოჩნოსტი“ ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, სლოვენიურ ნოვო მესტოში აუტსაიდერ „კრკა“-ს დაუპირისპირდა და მეტოქესთან მოულოდნელად 64-69 წააგო. სლოვენიური გუნდი უპირატესობას მთელი თამშის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვა. 20 წლის ქართველმა მოედანზე გატარებულ 25:46 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 ჩაჭრა-დაფარება და 1 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. გოგამ 2 სამქულიანის გამოყენება მოახერხა.

ბითაძემ თავი, ტრადიციულად ეფექტური თამაშით გამოიჩინა და ადრიატიკის ლიგის ოფიციალურმა Youtube არხმა, მისი თამაშის ორი ეპიზოდი გამოარჩია.

28 დეკემბერს ბითაძის დებიუტს უკვე „ევროლიგაზე“ ვიხილავთ. „ბუდოჩნოსტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ სტუმრად შეხვდება.